საბაჟო მომსახურება
ჩვენ გვყავს ბაზარზე ყველაზე გამოცდილი და პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული საბროკერო გუნდი, რის საფუძველზეც მოვიპოვეთ საბაჟო სერვისის სფეროში მაღალი რეპუტაცია. გთავაზობთ გრძელვადიან თანამშრომლობას და საბაჟო ბროკერებს,რომელებიც თქვენ ინტერესების მიხედვით უზრუნველყოფენ დროისა და ხარჯების მნიშვნელოვნად დაზოგვას.
სარკინიგზო მომსახურება
სარკინიგზო სერვისი მოიცავს ჩინეთის, ცენტრალურიი აზიის ხუთი ქვეყნის- რუსეთის, ბელორუსიის, პოლონეთისა და გერმანიის სარკინიგზო ტრანსპორტისა და საერთაშორისო სატრანსპორტო მომსახურებას. ჩვენს პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდს აქვს ყველა საჭირო ექსპერტიზა და გამოცდილება საერთაშორისო სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროში, იმისათვის რათა გაუმკლავდეს ყველა კომპლექსურ და არატრადიციულ სატრანსპორტო საჭიროებებს.
სატვირთოების მომსახურება
ჩვენ გთავაზობთ ერთიან ინტერნეტ პლატფორმას სატრანსპორტო საშუალებებისთვის საგზაო ტრანსპორტის ოპერაციების ეფექტურობის გასაუმჯობესებლად. მომხმარებელს შეუძლია ძალიან მარტივად დაუკავშირდეს ჩვენს მხარდაჭერის გუნდს. ჩვენ დაუყოვნებლივ გთავაზობთ სერვისს, რომელიც დაგეხმარებათ დაზოგოთ ტრანსპორტთან და ლოჯისტიკურ მომსახურებასთან დაკავშირებული დრო თანხები.
დაცული ტერიტორიის მომსახურება
ჩვენ გვაქვს დაცული საწყობები ფოთში, თბილისში, შანხაიში, ყარაჩისა და ბანკოკში ზოგადი და ექსპრეს ტვირთებისთვის.გთავაზობთ პროფესიონალურ საბაჟო მომსახურებას დანიშნულების ადგილზე, რათა დაგიზოგოთ ჩამოსული ტვირთის ხარჯები და დროის რესურსი.
სასაწყობე სერვისი
ჩვენ მოვამზადეთ პროფესიონალთა გუნდი, რომლებიც იყენებენ უახლეს კომპიუტერულ და ქსელურ აღჭურვილობას, პროგრამულ უზრუნველყოფას, და სხვა საოფისე ინსტრუმენტებს. ჩვენ შევქმენით ერთიანი სამუშაო გარემო, სადაც ადამიანები ეფექტურად ურთიერთობენ კომპიუტერებთან, რისი ძირითადი სამუშაოებიც არის ლოჯისტიკური ინფორმაციის შეგროვება, შენახვა, დამუშავება და გაგზავნა.
სახმელეთო გადაზიდვა
Goldenway არის მოქნილი საგზაო გადაზიდვებში და შეუძლია გადაჭრას მცირე ზომის ტვირთების, მასიური კონტეინერების და საბაჟო დეკლარაციის პრობლეემები. ჩვენ ვზოგავთ მომხმარებლის დროს და ტრანსპორტირება არის სწრაფი და უსაფრთხო.
საჰაერო გადაზიდვა
როგორც მსოფლიოში ყველაზე ფართო მომარაგების ქსელის მომწოდებელი, Goldenway გთავაზოვთ ოპტიმალურ ლოჯისტიკურ გადაწყვეტილებებს, ჩვენ შევიმუშავეთ ახალი გზები საჰაერო ტრანსპრტირების ოპტიმიზაციისთვის და
ხარჯების შესამცირებლად. ჩვენი ფართო ქსელის მეშვეობით, ყოველწლიურად ვასრულებთ 8000 ტონაზე მეტ საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვას, ვთანამშრომლობთ უამრავ სხვადასხვა ავიაკომპანიასთან, რათა გვქონდეს საუკეთესო და ყველაზე ხელსაყრელი შეთავაზებები.
საზღვაო გადაზიდვა
საზღვაო ტრანსპორტირება წარმოადგენს გლობალური სატვირთო გადაზიდვების უმთავრეს ელემენტს და უმნიშვნელოვანესია თქვენი მომარაგების ჯაჭვის ოპტიმიზაციაში. Goldenway-სთან ერთად თქვენ უსაფრთხო ხელში ხართ. ჩვენი პრაქტიკული სერვისები და სტრატეგიული გადაწყვეტილებები ფართოა და მორგებულია თქვენს ყველა საჭიროებაზე, იქნება ეს გადაუდებელი ტრანსპორტირების დაჩქარება თუ სტრატეგიული პარტნიორის მოძიება, რომელიც შემოგთავაზებთ კონკურენტულ პირობებს და შეგიქმნით როგორც მოკლევადიან ეფექტურ სამუშაო პროცესს, ასევე იზრუნებს თქვენ გრძელვადიან კონკურენტუნარიანობაზე.
საკურიერო მომსახურება
ჩვენ ჩამოვაყალიბეთ მოწინავე ექსპრეს-მიწოდების ქსელი და გთავაზობთ სრულყოფილ მომსახურებას, მათ შორის ექსპრეს განბაჟებას, საკურიერო მომსახურებას და გადახდო დოკუმენტების შეგროვებას, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს ადგილობრივი ლოჯისტიკის ზუსტ და ეფექტურ მუშაობას.