ქართული
Goldenway Logistics არის თანამედროვე და სანდო ლოჯისტიკური კომპანია, ჩვენ ვფლობთ ძლიერ შესაძლებლობებს საერთაშორისო ტვირთების გადაზიდვისა და თანამედროვე ლოჯისტიკური სერვისების სფეროში. 2014 წელს, კომპანიის დაარსების და თბილისის სათაო ოფისის გახსნის დღიდან, ჩვენ სწრაფად გავაფართოვეთ ჩვენი ბიზნესი და ახლა გვაქვს ფილიალები მრავალ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, სომხეთში, პაკისტანში, ჩინეთსა და ტაილანდში, ვაშენებთ ფართო და ეფექტურად მოქმედ საერთაშორისო ლოჯისტიკურ ქსელს.
ჩვენი მთავარი ბიზნესი მოიცავს გლობალურ იმპორტსა და საექსპორტო ლაინერებს, განსაკუთრებით გამოირჩევა ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკის, აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის მარშრუტებში. ამავდროულად, ჩვენ გთავაზობთ საჰაერო ტვირთების მომსახურებას მსოფლიოს მთავარ აეროპორტებში და სპეციალიზირებული ვართ დიდი ზომის ტვირთის ტრანსპორტირებაში, როგორიცაა საპროექტო აღჭურვილობა. გარდა ამისა, Goldenway მომხმარებელს სთვაზობს საერთაშორისო საზღვაო-საჰაერო მულტიმოდალურ ტრანსპორტირებას. საერთაშორისო სარკინიგზო და სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთს, საქართველოსა და სომხეთს შორის, რითიც ჩვენს მომხმარებლებს ვთავაზობთ მრავალფეროვან და მოქნილ ლოჯისტიკურ გადაწყვეტილებებს.
საქართველოსა და სომხეთში ჩვენ შევქმენით ექსპრეს მიწოდების მოწინავე ქსელი, რომელიც უზრუნველყოფს ყოვლისმომცველ მომსახურებას, მათ შორის ექსპრეს განბაჟებას, მიწოდების სერვისს და გადასახადების შეგროვებას, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს ადგილობრივი ლოჯისტიკის შეუფერხებელ და ეფექტურ მუშაობას. Goldenway Logistics მუდმივად ხელს უწყობს ბიზნესის დივერსიფიკაციას და IT რესურსების განვითარებას. ჩვენს ფართო საერთაშორისო ქსელზე და სპეციალიზებულ შვილობილი კომპანიებზე დაყრდნობით, მზად ვართ მომხმარებელს შევთავაზოთ პროფესიული მომსახურება, მათ შორის საერთაშორისო საჰაერო და სახმელეთო გადაზიდვები, მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტი, ლოჯისტიკური - სასაწყობე მომხაურება და დისტრიბუცია. ჩვენი მიზანია გავხდეთ თქვენი საიმედო პარტნიორი გლობალური ლოჯისტიკური საჭიროებებისთვის.
კომპანიის სააგენტოები
მსოფლიო მასშტაბის სააგენტოების ქსელი
გლობალური დაფარვა არის კომპანიის გადამწყვეტი უპირატესობა კონკურენტულ ინდუსტრიაში. ჩვენი ფართო გლობალური ქსელი უზრუნველყოფს მჭიდრო კავშირებს პრესტიჟულ და კომპეტენტურ ბიზნეს პარტნიორებთან. 500 ლოკაციას ფართო გეოგრაფიული დაფარვით, რაც შესაძლებელობას გვაძლევს მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში მივაწოდოთ პროდუქცია.
ჩვენი მსოფლიო მასშტაბის სააგენტოების ქელი მჭიდროდ აერთიანებს აღმოსავლეთსა და დასავლეთს, წარმოდგენილი მრავალი აგენტით ცენტრალურ, სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკაში, ევროპაში, აზიაში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში, აფრიკასა და წყნარი ოკეანის კუნძულებზე. ცოდნისა და გამოცდილებაზე დაყრდნობით , ჩვენ ვმანევრირებრთ ყველა რთულ თუ დელიკატურ საქმეზე საუკეთესო თანამედროვე გადაწყვეტილებებით