ძირითადი მომსახურებები
დიდი საინჟინრო მოწყობილობების,კარკასული ყუთების, მასშტაბური სამრეწველო ტექნიკების, ექსკავატორების, ჩამტვირთველების, იახტების, საგზაო სალილავების, მცოცავი ამწეების, ქვაბების, ჰიდრავლიკური რეზერვუარების, სხვადასხვა რეაქტორების და სხვა მსხვილი აღჭურვილობის ტრანსპორტირება. არასტანდარტული ზომის სხვადასხვა ტექნიკისა და სამშენებლო დანადგარების გადაზიდვა. დიდი ზომის ტვირთების ტრანსპორტირება ოთხი ძირითადი პარამეტრის გადაჭარბების გათვალისწინებით (სიგრძის გადაჭარბება, სიგანის გადაჭარბება, სიმაღლის გადაჭარბება და წონის გადაჭარბება). მსხვილი პროექტებისთვის, მასშტაბური კარკასული ყუთების გადაზიდა, იმპორტი, ლიცენზირება და მძღოლით მომსახურება. ამანათების საბაჟო გაფორმება, მიწოდების სერვისი და ტვირთის საგადახდო დოკუმენდაციის შეგროვების სერვისი.
გლობალური კარიდან კარამდე მიწოდების მომსახურება
მომხმარებლის საჭიროებებდან გამომდინარე გთავაზობთ ერთიან "კარიდან კარამდე" მიწოდების მომსახურებას, რაც გულისმობს, ტვირთის აღება- მიწოდება, სასაწყობე სერვისები (საჭიროების შემთხვევაში), ექსპორტის დეკლარაცია, ტვირთის დაზღვევა , წარმოშობის სერტიფიკატი, ფუმიგაციის სერტიფიკატი, ფიტოსანიტარული სერტიფიკატი და სხვა დაკავშირებული მომსახურება. ჩვენ გთავაზობთ ტვირთის სრულ მონიტორინს და ინფორმაციის დროულად მიწოდებას, რაც უზრუნველყოფს ტვირთის უსაფრთხო ტრანსპორტირებას. ჩვენ გვყავს საკუთარი სატვირთო ავტომობილები, სრული აღჭურვილობით და პროფესიონალი ოპერატორები, ტვირთის გაგზავნა კი შეგვიძლია მთელი ქვეყნის მასშტაბით.
გლობალური შესყიდვა
ჩვენ გვყავს პროფესიონალი შესყიდვების გუნდი, რომელიც გთავაზობთ გლობალურ შესყიდვებს საუკეთესო შესყიდვის გეგმით შემოთავაზებით. ჩვენს საუკეთესო გლობალური სააგენტოს ქსელს შეუძლია განახორციელოს კარიდან კარამდე მიწოდების სერვისი.
მიწოდების ჯაჭვი
თანამედროვე ბაზარზე, შიდა მიწოდების ჯაჭვი განვითარდა და გადაიზარდა ინდუსტრიული ჯაჭვის მენეჯმენტში. მენეჯმენტის რესურსების გავრცელება კი გაფართოვდა შიდა მენეჯმენტიდან გარე მენეჯმენტის მიმართულებით. ამ გარემოში Goldenway-მა შექმნა ურთიერთდაკავშირებული მიწოდების ჯაჭვების ქსელი, რაც საშუალებას აძლევს ბევრ კომპანიას იმუშაონ ერთობლივად და კოორდინაცია გაუწიონ ბიზნესის ოპერაციებს საერთო მენეჯმენტის ქვეშ. ეს მიდგომა აძლიერებს ოპერაციების ინტეგრირებისა და მართვის უნარს, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს პროცესების კონტროლის და მენეჯმენტის უფრო მაღალ დონეს. მსგავსი მიდგომა კი ლოჯისტიკური მიწოდების ჯაჭვის შეუფერხებელად მუშაობას განსასზღვრავს.